საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა. 40 მილიონი აშშ დოლარი საქათველოს ეროვნულმა ბანკმა ეთი კვირის წინაც გაყიდა. ამის მიუხედავად დოლარი გამყარებას განაგრძობს.
დღეის მონაცმეებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8267 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.