ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ინტერნეტთაღლითობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც.2019 წლის მდგომარეობით, გლობალური მასშტაბით, ე.წ „ფიშინგი“ ერთ-ერთ მთავარ კიბერ-საფრთხედაა დასახელებული. ცნობისთვის, „ფიშინგი“კიბერ-თაღლითობის სახეა, რომლის დროსაც, რაიმე ტიპის პირადი ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, SMS-ით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს. მასზე საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიბერდანაშაულის კიდევ ერთი სახეობა - „სპუფინგი“ , რომელიც როგორც მომსახურე ბანკის მსგავს საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებას, ისე ელექტრონული ფოსტის გამომგზავნის ან IP მისამართის გაყალბებასა და სხვა მსგავსი საშუალებებით თაღლითობას გულისხმობს.