05:50
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ეროვნულ სატყეო სააგენტო პროექტს "ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა" ახორციელებს
22-06-2021

ეროვნულ სატყეო სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტს „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას; განსაკუთრებული აქცენტი ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარებაზე კეთდება.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს; შესაბამისად, საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელო განვითარების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და ეკოსისტემური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდება ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ჩოხატაურის სატყეო უბნებისთვის ეკოტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმებიც.

AutoPlay
ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პრემიერმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დავით ბაქრაძის განცხადებით, შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადასცეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"გირჩში" თვლიან, რომ შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები