ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა. დიპლომატი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან მეგობრობით, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარდა.
დიპლომატმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე სხვადახვა მისიებში, რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე.