16 იანვრის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე 100-მდე განაცხადი იყო შესული. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, განაცხადების მიღება ისევ გრძელდება. როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სუბიექტებს დარეგისტრირება 30 აპრილამდე შეეძლებათ. თუ კომპანიები სებ-ში არ დარეგისტრირდებიან, მათ მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნებათ.