ეროვნულ ბანკს თიბისი ბანკთან დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, განცხადებაში განმარტავენ, რომ კომიტეტის განსახილველი საკითხი, რომელიც თიბისი ბანკს შეეხება, როგორც ეროვნული ბანკისგან, ასევე თიბისი ბანკისგან, ამოწურულია.
საკითხს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოეხმაურა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის საკითხი პარლამენტის კომიტეტის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
სხდომა 26 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული, სადაც გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თაობაზე და ასევე, “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზეა მიწვეული.