პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" წაგებამ (2:3) "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აღაშფოთა და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს სამუშაოდან დათხოვნა უკვე სერიოზულად დადგა დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით 13 იანვარს კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭო რიგგარეშე კრებას ჩაატარებს და ვალვერდეს გადაყენების საკითხს განიხილავს. ვალვერდე "ბარსელონას" 2017 წლიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.