ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია.ინგლისურმა გრანდმა ნორვეგიელი გოლეადორის ტრანსფერი დაადასტურა და ჰაალანდი ოფიციალურად წარადგინა. დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი თავდამსხმელი ტვიტერზე სიტის ფორმით პირველად გამოჩნდა. ერლინგ ჰაალანდმა დორტმუნდის ბორუსია 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. სწორედ ეს თანხა იყო მითითებული მის კონტრაქტში. ნორვეგიელმა გერმანულ კლუბში 2 წელი და 6 თვე გაატარა. BVB-ს ფორმით 89 ოფიციალურ მატჩში მან 86 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა.