ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაეთმო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და იქ, საოკუპაციო რეჟიმ ის მხრიდან პროვოკაციულ აქტივობებს. როგორც სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. მისივე თქმით, პოზიციები შეხვედრის შემდეგ კვლავ უცვლელი დარჩა. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქმედ დროებით შეზღუდვებს. ანთაძის განცხადებით, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და მას სხვა რაიმე დატვირთვა არ აქვს.