გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 94-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს და შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა მოითხოვეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს დაეთმო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართება.