ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

2019-09-13 13:10:07+04:00

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ისევ ტექნიკური ხასიათის იქნება და მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრა 6 სექტემბერს შედგა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.