ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის საკითხს დააყენებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ ტატუნაშვილისა და ასევე ახალგორის ტერიტორიაზე სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის საკითხს დღის წესრგში დააყენებენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. მოლაპარაკების შედეგები და კონკრეტული გადაწყვეტილებები შეხვედრის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.