ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ.აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.