ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდა. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მათი მოთხოვნა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასთან დაკავშირებით, უცვლელია. „თანამდებობის პირთა შეცვლით ჩვენი მთავარი მოთხოვნიდან ყურადღების გადატანა არ მოხდება - ნიკოლ ფაშინიანი უნდა წავიდეს", - განაცხადა პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელმა გეგამ მანუკიანმა.
შეგახსენებთ, ერევანში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.