ერევანში, მთავრობის შენობასთან, ქალების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ომის ტყვეების დაბრუნებას ითხოვენ. აქცია ოპოზიციური მოძრაობა „ვეტოს“ მიერაა ორგანიზებული. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების მცდელობა, პოლიციის კორდონი გაერღვიათ, მათსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ მომიტინგეები დააკავა.
აქციის დაწყებამდე მოძრაობა „ვეტომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე რამდენიმე თვეა მთიანი ყარაბაღის ომში დაკარგული და დატყვევებული პირების დედები მძიმე მდგომარეობაში არიან და შვილების დაბრუნების მოლოდინით კოშმარში ცხოვრობენ.