ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 16 ოპოზიციური პარტია, რომელმაც სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა შექმნა, მიტინგზე შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას უჭერს მხარს. ცნობისთვის, სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის განცხადებით, ვაზგენ მანუკიანი დროებითი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თავად მასში მონაწილეობას არ მიღებს.