თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე,არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. გვიან ღამემდე გრძელდებოდა სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი. დღეს დილიდან კვლავ განახლდა სამუშაოები ბატონის ციხის შიდა და გარე პერიმეტრზე. მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია, მუნიციპალიტეტის მერია საგზაო სამმართველო და ენერგო- პრო ჯორჯია. "საგზაო სამმართველო აქტიუტად ვართ ჩართული,ამ ეტაპზე ბატონის ციხე- გალავნის შესასვლელში,დაზიანებულ ასფალტს ვასწორებთ. ყველაფერს ვაკეთებთ,რომ სტუმრებს შესაბამისად დავხვდეთ" განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.