"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კუხიანიძის მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის დეპუტატობისთვის შეუფერებილია.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატმა ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კუხიანიძემ ექიმი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და იდიოტები უწოდა.