თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებენ.
„პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით“, – განაცხადა მან.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ერდოღანი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელს ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.
ამასთან, იანვარში თურქეთმა დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Turksat 5A გაიყვანა, 2021 წლის მეორე კვარტალში Turksat 5B-ს გაშვებას გეგმავს.