თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, თურქეთი ხალიფა ჰაფტარს „ჭკუას ასწავლის“, თუ აჯანყებული გენერალი ბრძოლებს განაახლებს.
"ჩვენ არ შევყოვნდებით დამსახურებულად ვასწავლოთ ჭკუა ჰაფტარს თუ ის განაგრძობს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელსიფლებასა და ჩვენს მოძმეებზე თავდასხმებს ლიბიაში", - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს.
შეგახსენებთ, ლიბია 2014 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილადაა გაყოფილი. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.