"იცოდეთ თქვენი ადგილი," - ასე უპასუხა ეუთოს დამკვირვებლების შეფასებას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. თურქთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ის არ ცნობს, არ იზიარებს და ვერ ხედავს პოლიტიკურად ანგაჟირებული დამკვირვებლების შენიშვნებს. როგორც ცნობილია, ეუთოს წარმომადგენელმა 16 აპრილს თურქეთშ ჩატარებული რეფერენდუმი უარყოფითად შეაფასა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს რეფორმის შესახებ ობიექტური ინფორმაცია არ მიაწოდეს.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ამომრჩევლების 51. პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 49 პროცენტი აღმოჩნდა.