თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს უთხრას დონალდ ტრამპს, რომ აშშ-მა ვერ შეასრულა პირობა სირიის საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გასულ თვეს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქურთ მებრძოლებს სირია-თურქეთის სასაზღვრო რეგიონი უნდა დაეტოვებინა, არ სრულდება.
"შეუძლებელია ამ ეტაპზე ითქვას რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციები რეგიონიდან გავიდნენ", - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც იგი ოთხშაბათს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება.