ერაყში თავდასხმას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი პირი კი დაშავებულია. მედიის ინფორმაციით, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ იათრიბში, დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი მედიის მტკიცებით თავდასხმის უკან ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ დგას. ერაყის არმიამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.