04:26
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ერაყში საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, 175 კი-დაშავდა
27-02-2021

ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნასირიაში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად მინიმუმ ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა და 175-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ტყვიას ემსხვერპლა.  ტყვიისგან მიყენებული ჭრილობები აქვს დაახლოებით 120 დემონსტრანტს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასევე დაშავდა მათი ძალების სულ მცირე 57 წარმომადგენელი. ქალაქში ძალადობრივი აქციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. კვირას უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით რეგიონის მთავრობის შენობის დარბევას ცდილობდნენ. პროტესტის მონაწილეები გუბერნატორის გადაყენებას და 2019 წლიდან მოკლული მომიტინგეების მიმართ სამართლიანობას ითხოვენ. 

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება სანქციებზე - აშშ უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აშშ-მა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები