ერაყში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვებითა და ხელნაკეთი ყუმბარებით გაუწიეს წინააღმდეგობა, შეტაკების შედეგად ბაღდადში ერთი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში კი 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საპროტესტო აქციები ერაყში გასულ კვირას განახლდა. დემონსტრანტები „კორუმპირებული ელიტის“ გადადგომასა და „ერაყის პოლიტიკაში უცხო ძალის ჩარევის შეჩერებას“ უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.