ერაყში, ქალაქ კარბალაში ათობით დემონსტრანტი ირანის საკონსულოს თავს დაესხა. მათ ირანის დროშა ჩამოაგდეს და ერაყის დროშით შეცვალეს.უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების გასაფრთხილებლად ცეცხლი გახსნეს, რომელთაც საპასუხოდ, შენობას ქვები და ცეცხლმოკიდებული ბორბლები ესროლეს. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც „ასოშიეითიდ პრესს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, მთავრობა გეგმავს, ქალაქში სამთავრობო ძალები გადაისროლოს. ცნობისთვის, მსოფლიო მედიაში ბოლო დროს, არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ ერაყის მთავრობას ირანი მფარველობს. შეგახსენებთ, ერაყში თვეზე მეტია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციები იმართება. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, სამთავრობო ძალებთან შეტაკებების დროს, 250 ადამიანზე მეტი დაიღუპა.