ერაყის ქალაქ კირკუკთან ახლოს სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. „ესოშიეითიდ პრესის“ცნობით, ინფორმაცია დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა, რაც მედიის ცნობით, ირანის მხრიდან შურისძიებაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, ირანის „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.