ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი - დაიჭრა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპული პირი სამოქალაქო კონტრაქტორია, დაჭრილებს შორის კი ერთი ამერიკელი სამხედროა. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციის სპიკერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ თავდასხმა ქურთების რეგიონის დედაქალაქ ერბილში განხორციელდა. ქურთების უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, მინიმუმ 3 რაკეტა ჩამოვარდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „სარაია ავლია ალ-დამმა“ აიღო. დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ერაყში „ამერიკული ოკუპაცია“ იყო.