ერაყის ქალაქ მოსულში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 130 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არიან ქალებიც და ბავშვებიც. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ტერორისტების მიერ დატოვებულმა ნაღმმა გამოიწვია. ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" კი 230 დაღუპულის შესახებ იუწყება, რის მიზეზადაც ამერიკის კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას ასახელებს.