ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის უკანასკნელი რაიონის გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყეს.„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სპეცრაზმი „ძველ მოსულს“ დასავლეთიდან უახლოვდება, ფედერალური პოლიცია კი - სამხრეთიდან.გაეროს მონაცემებით, აღნიშნულ რაიონში 100 ათასამდე ადამიანი რჩება. სახელისუფლებო ძალებმა მათ ქალაქის შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვება სთხოვეს.ორგანიზაციის ონფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, მოსულის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე დაპირისპირებას 230 ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგიერთი მათგანი საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დანარჩენები ტერორისტებმა გაქცევის მცდელობისას დახოცეს.ისინი, ვინც გაქცევა შეძლო, მოსულში არსებულ საშინელ პირობებზე ყვებიან. თვითმხილველთა განმარტებით, მოსახლეობას საკვები და წყალი უთავდება.მოსულის გათავისუფლების ოპერაცია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებიც მონაწილეობს, უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქზე კონტროლი 2014 წლის ზაფხულში მოიპოვა.