ერაყის პოლიციამ მონიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. უცხოური მედიის ცნობით, სულ მცირე 2 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილია.
პროტესტი ბაღდადში სამ კვირიანი პაუზის შემდეგ გუშინ განახლდა. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და "პოლიტიკური სისტემის შეცვლას" ითხოვენ.
მედიის ცნობით, აქციის დასაშლელად პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, ერაყში მასობრივი დემონსტრაციები პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს 157 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობას ტყვია თავისა და გულშის არეში ჰქონდა მოხვედრილი.