ერაყის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ მოსულის დასავლეთით ისლამური სახელმწიფოს ლოკაციებზე იერიშები მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. საჰაერო თავდასხმების შედეგად ტერორისტების სამალავები და იარაღის საწყობი განადგურდა. ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას „ წარმატებულს“ უწოდებენ.