14:56
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ექსპერტები რეცეპტების სისტემის მონიტორინგს ითხოვენ
20-06-2016
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ზრდაზე მიუთითებს - საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით მოსახლეობაში გენერიულ მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა 21.3%-ით არის შემცირებული.

კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ბრენდულ მედიკამენტებზე ფასნამატის დონე 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 40%-ს მიაღწია. გენერიკების ფასნამატის დონე კი 63.5%-მდე გაიზარდა.

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად სპეციალისტები მთავრობის მხრიდან ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული თანხების მიზნობრიობის ცვლილებას ასახელებენ. ექსპერტების კიდევ ერთი ძირითადი რეკომენდაცია რეცეპტების სისტემის ქმედითი მონიტორინგის დანერგვას ეხება.
AutoPlay
უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გერმანია კომპანია “ჰუავეის” თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინდოეთის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები