დედოლარიზაციის ხელშეწყობის პარალელურად, ეროვნული ბანკი შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ექსპერტების ნაწილი დადებითად მიიჩნევს და მიიჩნევს, რომ განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. სპეციალისტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონეტარული ინსტრუმენტი ბაზარზე მოთხოვნის გასაზრდელად და შესაბამისად, ეკონომიკის წასახალისებლად არაეფექტურია.