კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პრევენციის გამო „ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას აუქმებს.როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად დაგეგმილი აქცია-მსვლელობის გაუქმებისა, „ევროპული საქართველოს" საარჩევნო კამპანია ჩვეულებრივი რეჟიმში გაგრძელდება.