დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. მიზეზი რეგიონში არსებული რთული ეპიდვითარებაა. იკრძალება როგორც ავტობუსების ასევე სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება. მოქალაქეებს მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით სარგებლობა შეეძლებათ.
უკვე ხვალიდან კი ბათუმის მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობაც იზღუდება. ასევე აჭარაში დღეიდან კაფე-ბარები და რესტორნები მხოლოდ საღამოს 10 საათამდე იმუშავებენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ვარაუდობს, რომ შეზღუდვები გრძელვადიანი არ იქნება და ის ეპიდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.