კოვიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს, - იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალურმა დირექტორმა ტოშიჰირო ნიკაიმ განაცხადა.
„რა აზრი აქვს ოლიმპიადებს, თუ ის პასუხისმგებელი იქნებიან ინფექციების გავრცელებაზე? თუკი ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, უნდა გაუქმდეს,“ - აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის „დიდი შანსია“ და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
იაპონიაში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება და ჯანდაცვის ექსპერტები „მეოთხე ტალღის“ დაწყებაზე საუბრობენ. შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.