ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან შეხვედრა გაიმართა. ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ, საუბარი შეეხო საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვასთან დაკავშირებულ გეგმებსა და მოლოდინებს.
მთავრობის წევრებმა საერთაშორისო პარტნიორების ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ საკომპენსაციო პაკეტებზე, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს სთავაზობს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია როგორც ვაქცინაციისთვის მომზადებაზე, ასევე პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის დაძლევის შემდეგ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე.
თავის მხრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა.