ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოყენებული თხევადი საპონი, სავსეა ბაქტერიებით. ამიტომ - იქ ხელების დაბანა, ბაქტერიების მოშორების ნაცვლად, პირუკუ შედეგს იძლევა. არიზონას ეპიდემიოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, ასეთ ადგილებში ხელების დაბანა, სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ტრადიციულად ითვლება, რომ თბილი წყლით ხელების დაბანა საპნის გამოყენებით, პათოგენებისგან გვიცავს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ ყოფილა.