მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოწმების პროცესი დილიდან მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის ინფორმაციით, დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება.
მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო.
შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროს მიერ ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.