ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის - ამირან გამყრელიძე - Palitra News

ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის - ამირან გამყრელიძე

2021-04-05 10:53:03+04:00

ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის იარაღი და არეალი ფართოვდება.