დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც ის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, გინოსიანი იმ ბინძური კამპანიის მონაწილე გახდა, რასაც მის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა ნინოწმინდაში რამდენიმე თვეა ახორციელებს. დეპუტატი ბაღების გაერთიანების დირექტორის მიმართ თანხების მითვისებისა და გაფლანგვის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გინოსიანთან კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. ენზელ მკოიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ თავიანთ კამპანიაში ნარინე გინოსიანის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედების გამო სასამართლში სარჩელის შეტანას გეგმავს.