03:37
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიმდინარე წელს აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა არ ექნება
24-09-2020

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატის ჯანმრთელობის კომიტეტს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა არ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ფაუჩიმ განაცხადა, თუ ვაქცინა დამტკიცდება და წლის ბოლოს ის მოხმარებისთვის მზად იქნება, ანუ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ აიცრება დეკემბერსა თუ ნოემბერში, ეს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იქნება". მისი თქმით, რაც შეეხება მომავალი წლის დასაწყისს და შემდეგ უფრო გვიანდელ პერიოდს - აპრილს, სწორედ ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ აშშ პოტენციურად, „საერთო ჯამში ვაქცინის 700 მილიონ დოზას იხილავს". ფაუჩის თქმითვე, ვაქცინისთვის პრიორიტეტული ჯგუფები პირველ რიგში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და დაავადების წინაშე ყველაზე დაუცველი პირები იქნებიან.

 

AutoPlay
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
დიზაინერ ზვიად ციკოლიას საათების მაღაზია გაქურდეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც ავჭალაში ჩაცხრილეს, გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
იღებდა თუ არა მონაწილეობას ავჭალაში მოკლული მამაკაცი ციხის ბუნტში?
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ავჭალაში მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები