04:54
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ენტონი ფაუჩი ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება გაითვალისწინონ
22-07-2021

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა მხედველობაში უნდა მიიღონ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.

”თუ გსურთ, უსაფრთხოების დამატებითი მილი გაიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული ხართ, დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, პირბადის ტარების გათვალისწინება დაგჭირდებათ”, - აღნიშნა ფაუჩიმ CNBC-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები უფრო მსუბუქია.

ამასთან, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დელტა ვარიანტი ძალიან გადამდებია. მისი თქმით, ახალი ვარიანტის წარმოქმნის პრევენციისა და უკვე არსებული „დელტა“ ვარიანტის დასამარცხებლად ყველაზე იოლი, საუკეთესო და ეფექტური გზა არის ვაქცინაცია.

„აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 99.5%-ი არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის. ეს არის სტატისტიკა, რომელიც თავისთავად მეტყველებს”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

 

AutoPlay
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ერაყში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
თურქეთში რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები