აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუკი კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის გაკონტროლება არ მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდეს.
"ჩვენ ძალიან ცუდი დარტყმა მივიღეთ, უარესი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, როგორც ინფიცირებულთა მაჩვენებლის კუთხით, ასევე გარდაცვალების შემთხვევებით. სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვართ, რომ აშშ-ში კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქება გვექნება", – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ BBC Radio 4-თან საუბარში.
შეგახსენებთ, აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 52 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 2.6 მილიონს გადააჭარბა.