ენტონი ფაუჩი მოსახლეობას - თქვით, მე არ ვიქნები ვირუსის გავრცელების საფეხური, მე ვიქნები მისი ჩიხი - Palitra News

ენტონი ფაუჩი მოსახლეობას - თქვით, მე არ ვიქნები ვირუსის გავრცელების საფეხური, მე ვიქნები მისი ჩიხი

2020-12-01 16:12:15+04:00

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

„თქვით, მე არ ვიქნები ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ვირუსის სხვაზე გადაცემის საფეხური გავხდები, არამედ მე ვიქნები ვირუსის ჩიხი,“- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

მან საზოგადოებას დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განმარტებით, სადღესასწაულო შეკრებები არის იდეალური საშუალება იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსის უსიმპტომო ფორმა აქვთ, ინფექცია ახლობლებს შორის უნებლიედ გაავრცელონ.