კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
CNN-ის ცნობით, Pfizer– მა და Moderna– მ თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. Pfizer-ის კლინიკურ ცდაში, რომელიც 12-15 წლის ბავშვებზე ტარდება, 2 259 მონაწილეა ჩართული.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, რის შემდეგაც ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ. Moderna კი კლინიკურ ცდებს 12-18 ასაკის მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.