კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ ამის მიღწევა, შესაძლოა ძალიან ძვირი დაგვიჯდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისივე თქმით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ბავშვების ჯანმრთელობის გარისკვის ფასად არ უნდა მოხდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად, ბავშვები ვირუსის მძიმე ფორმით იშვიათად ავადდებიან, რისკი მაინც არსებობს. ზოგ შემთხვევაში ბავშვებს ვირუსის მძიმე ფორმა ხვდებათ. ამიტომ კოლექტიური იმუნიტეტის ბავშვების დაინფიცირებას ხარჯზე მიღწევას არასდროდ უნდა შევხედოთ მსუბუქად. ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ფაუჩიმ.