ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი დასრულდა, და გუნდებმა მომდევნო წლისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მსოფლიოს ყველაზე დიდ ლიგაში უკვე რამდენიმე მეტად საინტერესო ტრეიდი მოხდა, თუმცა ენტონი დევისის გადაბარგება ლეიკერსში, ჯერ ჯერობით ყველაზე ხმაურიანი გამოდგა. დევისი ლეიკერსში გადავიდა, ხოლო პელიკანსმა სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ ბრენდონ ინგრემი, ლონზო ბოლი, ჯოშ ჰარტი და სამ ცალ პირველი რაუნდის დრაფტის პიკს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გუნდში შესაძლოა კაირი ირვინგის მივიდეს, რომელმაც ბოსტნთან კონრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.