აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება იმისთვის, რათა გააძლიეროს შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“
კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე შესაძლო რეაგირებას განიხილავს. პარასკევს კი ჟენევაში ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება.